რონალდო: "მე მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები"
კრიშტიანო რონალდომ გამომცემლობა "ელ პაისთან" ისაუბრა მუნდიალის შესახებ.
"მე ძალიან მომთხოვნი ვარ ჩემი თავის მიმართ. ვცდილობ ვისწავლო შეცდომებზე და გავაუმჯობესო თამაში ყოველდღიურად. თუ სეზონში 29 გოლს გავიტან ეს არ გამახარებს, იმიტომ რომ მე 30-ე გოლის გატანის საშუალებაც მექნებოდა და ვერ გამოვიყენებდი. ყოველთვის მეტი მინდა და მიღწეულით არასოდეს ვკმაყოფილდები."
"ჩემი ყველაზე დიდი სურვილია გუნდს დავეხმარო და ყოველ მატჩში ბოლომდე ვიხარჯები კლუბის წარმატებისათვის."
"პორტუგალიამ აუცილებლად უნდა მიაღწიოს წარმატებას, ბოლოს ყველაზე ახლოს ჩემპიონობასთან 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით. დარწმუნებული ვარ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ ახალ ისტორიას შევქმნით."
"კოდ დ'იუართან აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან გამარჯვებით დაწყება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ შეგვწევს ძალა გავხდეთ ჩემპიონები, მთავარია ჯგუფური ეტაპიდან გასვლა. ამ ეტაპის გადლახვით ნახევრი საქმე უკვე გაკეთებული იქნება, რადგან ჩვენ ეგრეთ წოდებულ "სიკვდილის" ჯგუფში მოვხვდით."
- 10 ივნისი 2010
- 1 694
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.