ზიდანი:„ეს რომ არ ვთქვა არ შემიძლია“
ზინედინ ზიდანმა „ატალანტასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და იტალიაში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მართალია ურთულესი მატჩი გვქონდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ და წინსვლას განვაგრძობთ. 9 ტრავმირებული ფეხბურთელის ფონზე თამაში და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის გასვლითი დაპირისპირების მოგება უმნიშვნელოვანესი იყო, ყველა ფეხბურთელს დიდ მადლობას ვუხდი, მათ დიდი შრომა გაწიეს და გამარჯვება დაიმსახურეს.“
„ისკომ ძალიან ბევრი იმუშავა. ესპანელის კლასში ეჭვი არავის ეპარება, ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება მწვანე მინდორზე და დღევანდელ საღამოსაც დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.“
„მენდი მარცხენა ფეხით გაცილებით უკეთესად თამაშობს, ვიდრე მარჯვენატი. დიახ, ეს რომ არ ვთქვა არ შემიძლია, ნამდვილად არ მოველოდი ფერლანისგან მარჯვენა ფეხით ასეთ ეფექტურ დარტყმას და გოლს.“
„თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს, საკუთარ არენაზე ძალიან ბევრი უნდა ვიბრძოლოთ და კვლავ გამარჯვებაზე ვიფიქროთ. ზუსტად ვიცით, რომ „ატალანტა“ დანებებას არ აპირებს. ბერგამოელთა გუნდი მადრიდში მაქსიმალური მიზნებისთვის იბრძოლებს.“
„ისკო ვინისიუსთან და ასენსიოსტად ერთად ცდილობდა, რომ სიღრმისეული შეტევები განევითარებინა, მეორე ტაიმში კი ცვლილებების დრო დადგა და ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგით.“
„ბუნებრივია, 10 ფეხბურთელის წინააღმდეგ ასპარეზობა უფრო ადვილია, ვიდრე 11-ის, თუმცა ჩვენი გეგმა არცერთ შემთხვევაში არ იცვლებოდა და მოგება გვსურდა.“
- 25 თებერვალი 2021
- 7 752
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.