ზიდანი ისკოს ცრუ ცხრიანად გამოყენებას აპირებს
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ „ატალანტასთან“ მატჩში ტიპიური „9“-იანი არ ეყოლება.
ზინედინ ზიდანი ისკო ალარკონის ცრუ ცხრიანის პოზიციაზე დაყენებას გეგმავს. ფრანგი სპეციალისტი მარიანო დიასს არ ენდობა და თვლის, რომ „ბლანკოსმა“ ტაქტიკა უნდა შეცვალოს.
ისკოს, კაზემიროს, კროოსს და მოდრიჩს არაერთხელ უთამაშიათ ერთად, მაგრამ დღეს ალარკონი შედარებით განსხვავებულ როლს შეასრულებს.
ზიზუ თვლის, რომ გამოცდილი ესპანელის ცრუ ცხრიანზე დაყენება მადრიდულ გუნდს ბურთის კონტროლის საშუალებას და შეტევაში მეტი ფანტაზიის შემოთავაზებას შეუწყობს ხელს.
- 24 თებერვალი 2021
- 896
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.