აბრამოვიჩი „რეალს“ „ომს“ უცხადებს!
რომან აბრამოვიჩი ერლინგ ჰოლანდის დათმობას არ აპირებს. ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ჩელსი“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნორვეგიელი ფორვარდი დაიმატოს და ბრძოლა 2022 წლამდე არ გადადოს.
„არისტოკრატები“ შარშანდელ სატრანსფერო ბაზარზე საკმაო აქტიურობით გამოირჩეოდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ აპირებენ გაძლიერებას.
ბრიტანელების ცნობით, აბრამოვიჩი 200 მილიონ ევრომდე დახარჯავს და მისი ერთ-ერთი სატრანსფერო პრიორიტეტი ჰოლანდი იქნება.
ლონდონელთა მმართველი „რეალს“ „ომს“ უცხადებს და სჯერა, რომ ნორვეგიელისთვის ბრძოლაში დაწინაურებას შეძლებს.
- 24 თებერვალი 2021
- 1 333
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.