კროოსი:„სამწუხაროდ, მბაპე და ჰოლანდი ხვალ „რეალს“ ვერ დაეხმარებიან“

ტონი კროოსმა „ატალანტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, ის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ზინედინ ზიდანთან ერთად იმყოფებოდა.

„ჩვენ შეგვიძლია კარგი საქმეების გაკეთება, თუ ერთიანობას შევინარჩუნებთ და გუნდურ სულისკვეთებას გავიზიარებთ. შემადგენლობაში სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ გვჯერა, რომ წარმატებით თამაშს შევძლებთ.“

„„რეალი“ აპირებს, რომ საკუთარი თამაში ითამაშოს. „ატალანტა“ საკმაოდ ძლიერი გუნდია, ამიტომ აუცილებელია, რომ შეხვედრა ჩვენი გუნდის კარნახით წარიმართოს.“

„კაზემიროსთან და მოდრიჩთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა. ყოველთვის თავდაჯერებული ვარ მაშინ, როდესაც ჩემთან ერთად აღნიშნული ფეხბურთელები არიან.“

„მბაპე ან ჰოლანდი? საქმე იმაშია, რომ მე „ატალანტასთან“ მატჩზე ვსაუბრობ, სადაც სამწუხაროდ, არც მბაპე დაიცავს „ბლანკოსის“ ღირსებას და არც ჰოლანდი. თუ ფრანგი ფეხბურთელი „მერენგების“ რიგებში ითამაშებს, ჩვენი გუნდი ძალიან გაძლიერდება, ანალოგიურს ვიტყოდი ნორვეგიელზეც.“

„მბაპეს გავუკეთებდი საგოლე გადაცემას ფინალში თუ ჰოლანდს? კარიმ ბენზემას.“

„ვთვლი, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ, როდესაც ჩავთვლი, რომ უმაღლეს დონეზე თამაში არ შემეძლება, სამეფო კლუბს მაშინვე დავტოვებ. არ მიყვარს ფეხბურთელის რეგრესის ყურება, საკუთარ თავთან მიმართებაში კი ამას არ დავუშვებ.“

„ჩვენ არ ვაკეთებთ ტურნირების გამიჯვნას. „რეალი“ აბსოლუტურად ყველა ტურნირზე ბოლომდე იხარჯება და ფავორიტად განიხილება.“

„ესპანურ ფეხბურთს საოცარი ეპოქა ედგა და ევროსარბიელზე მუდმივად იმარჯვებდა, ახლა ვითარება შედარებით შეცვლილია, მაგრამ ლა ლიგის წარმომადგენლები კვლავ უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ და ყველგან ფავორიტებად განიხილებიან.“

  • Bernabeu
  • 23 თებერვალი 2021
  • 9 435
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)