ვინისიუსი:„ფლორენტინო პერესი ჩემი პერსონალური გულშემატკივარია“
ვინისიუს ჟუნიორმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ბრაზილიელი ფეხბურთელის მიზანი „რეალში“ დარჩენა და რაც შეიძლება ბევრი მატჩის ჩატარებაა.
„ის, რაც ამ ასაკში შევძელი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, 100=იან ნიშნულთან მიახლოვებაც კი დიდი სიამაყეა.“
„მადრიდის „რეალში“ 200, 300 და უფრო მეტი მატჩის ჩატარება მსურს, ამ კლუბთან ერთად ისტორიის შექმნა ჩემი მიზანია.“
„ოჯახის წევრბისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, სწორედ ისინი მანიჭებენ სიმშვიდეს, რომელიც სპორტსმენისთვის მეტისმეტად აუცილებელი კომპონენტია.“
„ფლორენტინო პერესი ჩემი პერსონალური გულშემატკივარი გახლავთ, მისგან მხარდაჭერა ყოველთვის საგრძნობი და თვალსაჩინოა. პრეზიდენტს ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი.“
„აზარისგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, ბელგიელის მოძრაობები ყოველთვის თვალსაჩინოა.“
„ვისურვებდი, რომ ედენის პრობლემები მალე მოგვარდეს და გუნდის დახმარება შეძლოს.“
„ის, რაზეც ვოცნებობ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მჯერა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის რიგებში ყოფნა ბევრი ტიტულის წინაპირობაა. ჩვენ ერთად გადავლახავთ არსებულ გამოწვევებს და საბოლოო გამარჯვებისკენ მივალთ.“
„სხვა კლუბში გადასვლაზე არასდროს მიფიქრია, ჩემთვის მადრიდი ძალიან კომფორტული ადგილია.“
- 23 თებერვალი 2021
- 1 002
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.