„მილანი“ ბრაჰიმ დიასის სანაცვლოდ 30 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს
„როსონერი“ ახალგაზრდა ფეხბურთელის მოხიბლულია, მაგრამ ტრანსფერში 30 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.
იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ „მილანს“ ბრაჰიმ დიასის შეძენა თავად შესთავაზა.
ფლორენტინო პერესის გეგმა დიასის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღებას უკავშირდება, რაც შეთანხმების ალბათობას ძალიან ართულებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თავად ბრაჰიმს სამეფო კლუბში დაბრუნება არ სურს, ვინაიდან გარკვეული გარანტიების მიღება აქვს მიზნად დასახული.
დიასის მომავალი დიდი ალბათობით ზაფხულში გადაწყდება. თუ ზიდანი პოსტს შეინარჩუნებს, მისი წასვლა ფაქტობრივად გარდაუვალი გახდება, ვინაიდან ფრანგი სპეციალისტი ახალგაზრდა მოთამაშე ფსონს არ ჩამოდის.
- 23 თებერვალი 2021
- 733
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.