მბაპე „პსჟ“-სთან ახალ კონტრაქტს მხოლოდ ერთ შემთხვევაში გააფორმებს!
ფრანგული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპემ „პსჟ“-სთან შესაძლოა ახალი კონტრაქტი გააფორმოს, სადაც მისი ხელფასიც დაახლოებით 6 მილიონი ევროთი გაიზრდება.
თუ შეთანხმება შედგება, ხელშეკრულებაში ჩაიწერება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კილიანს 2022 წლის ზაფხულის შემდეგ მადრიდის „რეალში“ გადასვლა მაშინ შეეძლება, როდესაც ამის სურვილი თავად ექნება.
ამ ნაბიჯით ალ ჰელაიფი რისკის დაზღვევას ახდენს, რომ მბაპე ძალიან დაბალ ფასში არ გაყიდოს.
თუ შეთანხმება შედგება, გამოდის, რომ კილიანი სამეფო კლუბში მინიმუმ 2022 წლის ზაფხულამდე არ ითამაშებს და თუ პერესს მისი ყიდვა მოუნდება, მინიმუმ 180-200 მილიონი ევროს გადახდა ყველა ვარიანტში მოუწევს.
მადრიდელებს იმედი აქვთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტს არ გააფორმებს და მომდევნო ზაფხულს მისი ყიდვა უფრო დაბალ ფასად და აუცილებლად მოხდება.
- 22 თებერვალი 2021
- 6 311
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.