რამოსი: ჩვენ არ გვსიამოვნებს, რომ ფავორიტებს გვეძახიან

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმა Bwin.Com-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.

"ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და "გუნდური" ნაკრები გვყავს, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარხება შეუძლია, მაგრამ არ გვსიამოვნებს, რომ ფავორიტის სტატუსი გვაქვს, ამით ჩვენ მეტი ფსიქოლოგიური დატვირთვა გვაქვს. თუ ისე ვიმუშავებთ როგორც Euro 2008-ის დროს, მაშინ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას."

"მსოფლიო ჩემპიონატი იმითიც ძალიან საინტერესოა, რომ მრავალ გუნდს შეუძლია რაიმე მოულოდნელი სიურპრიზის შემოთავაზება. მუნდიალის მთავარ ფავორიტებად მაინც იტალიას, ბრაზილიას, ჰოლანდიას და პორტუგალიას ვთვლი. სიმართლე გითხრათ მირჩევნია მათ იასპარეზონ ფავორიტის სტატუსით და არა ესპანეთმა."

"წლევანდელი ჩემპიონატი ხარისხის მხრივ უმაღლესი იქნება და ამაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის მიზანი ფინალში გასვლა და თასის მოგებაა."

  • Hala
  • 9 ივნისი 2010
  • 1 579
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)