ქულები „ბარსელონამაც“ დაკარგა
„ბარსელონამ“ „კადისის“ ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა ქულები დაკარგა. ამ უქმეებზე ლა ლიგაში ჩემპიონობის პრეტენდენტებს შორის მხოლოდ „რეალმა“ იზეიმა გამარჯვება.
23 თამაშის შემდეგ რონალდ კუმანის გუნდს 47 ქულა აქვს, „რეალს“ კი 52, თუმცა ზიდანის გუნდს ერთით მეტი მატჩი აქვს გამართული და არსებული 5 ქულიანი სხვაობა შესაძლოა 2 ქულამდე შემცირდეს.
აღსანიშნავია, რომ მომდევნო ტურში ყველა გრანდს ძალიან მძიმე მატჩი ელის. კერძოდ, „ბარსელონა“ ანდალუსიას ეწვევა და „სევილიასთან“ გაარკვევს ურთიერთობას, „ატლეტიკო“ „ვილიარეალის“ სტადიონზე ეცდება გამარჯვების მოპოვებას, „რეალი“ კი საშინაო არენაზე „სოსიედადს“ მიიღებს, რომელმაც არასტაბილური გამოსვლების მიუხედავად მაინც მოახერხა და მეხუთე პოზიციაზე არის განლაგებული.
- 21 თებერვალი 2021
- 801
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.