კროოსი:„ზიდანი ხელშეუხებელი უნდა იყოს“
ტონი კროოსმა მადრიდის „რეალში“ არსებულ მდგომარეობასა და ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა.
„მე ვფიქრობ, რომ ზინედინ ზიდანთან დაკაშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს. ის ჟურნალისტებმა 3-ჯერ გაუშვეს და დააბრუნეს, მაგრამ მაინც მშვიდად მუშაობს და საკუთარ საქმეს აკეთებს.“
„რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ურთულესი სეზონი გვაქვს და მომდევნო ტურებში გამარჯვება უმნიშვნელოვანესია.“
„საკმაოდ ფრთხილად ვთამაშობ, წინ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატია, სადაც ასპარეზობა და ეროვნული გუნდის დახმარება მსურს.“
„არ მგონია, რომ ევროპის ჩემპიონატი 12 ქვეყანაში ჩატარდება, გარკვეულ შტრიხებში ცვლილებებს არ გამოვრიცხავ.“
- 19 თებერვალი 2021
- 1 844
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.