„ვალიადოლიდთან“ მატჩისთვის მზადება დასრულებულია
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ფინალური ვარჯიში გამართეს. „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირებისთვის ყველაფერი მზად არის, მაგრამ ზიზუს სერიოზული დანაკლისი აქვს.
სამწუხაროდ, ტრავმირებული ფეხბურთელების რიცხვს კარიმ ბენზემაც მიემატა, რომელმაც განსხვავებული პროგრამით ივარჯიშა.
აზარი კიდევ უფრო მეტ დროს ატარებს ბურთთან, ისევე როგორც როდრიგო გოეში, მაგრამ მათი დაბრუნება ჯერ-ჯერობით გამორიცხულია.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტსა და პრესინგს.
ვარჯიშის მეორე ნახევარში გუნდმა კარში დარტყმებსაც დიდი დრო დაუთმო.
ზიდანმა ვარჯიშზე რამდენიმე კასტილიელიც გამოიძახა და მთავარი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ავარჯიშა.
- 19 თებერვალი 2021
- 697
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.