165 მილიონი ევრო „დორტმუნდის“ 2 ვარსკვლავის სანაცვლოდ!
მადრიდის „რეალი“ „დორტმუნდის“ ბორუსიაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის სათავისოდ გამოყენებას გეგმავს.
ბორუსიელები იძულებულები არიან მინიმუმ 100 მილიონი ევრო მიიღონ იმისათვის, რომ გარკვეული პრობლემების მოგვარება შეძლონ.
სამეფო კლუბი ამ სიტუაციაში კარგად ერკვევა და აპირებს, რომ გერმანელთა 2 ვარსკვლავი - ჰოლანდისა და ჟეიდონ სანჩოს სახით ერთად იყიდოს.
რაც შეეხება ფინანსურ დეტალებს, აღნიშნულისთვის „მერენგების“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი 165 მილიონი ევროს მობილიზებას მოახდებს.
აღნიშნულზე დამატებით შესაძლოა „ბლანკოსი“ კომპრომისზე წავიდეს და „დორტმუნდს“ 1 წლიანი იჯარით როდრიგო გოეში დაუთმოს, რომლის მიმართაც BVB-ს ინტერესი გასულ ზაფხულს ჰქონდა.
- 19 თებერვალი 2021
- 2 382
- 21
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.