„სევილია“ კუნდეს სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს

მიუხედავად ღრმა ეკონომიკური კრიზისისა და ფეხბურთელების ფასების შემცირებისა, „სევილია“ ჯულს კუნდეს სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას ითხოვს.

ესპანური გამოცემების ცნობით, პერესის წარმომადგენლები ანდალუსიელებს დაუკავშირდნენ და მცველის ტრანსფერზე ესაუბრნენ. „სევილია“ ფეხბურთელის დათმობას არ აპირებს და თუ „ბლანკოსს“ მისი შეძენა მაინც სურს 90 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

სამეფო კლუბი კუნდეს გარდა პაუ ტორესის საკითხსაც აქტიურად განიხილავს, „ვილიარეალის“ ლიდერის ფასი კი 60-70 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, Defensacentral-ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ დავიდ ალაბას „მერენგები“ ცენტრალური მცველის პოზიციაზე დატვირთავენ და არა ფლანგზე, კუნდეში გადასახდელ ასტრონომიულ თანხას კი კილიან მბაპეს ტრანსფერს მოახმარენ.

  • Bernabeu
  • 19 თებერვალი 2021
  • 767
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)