„რეალის“ სატრანსფერო ფავორიტები ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავენ
მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო ფავორიტები ჩემპიონთა ლიგაზე საოცრად გამოდიან. კილიან მბაპე კატალონიაში ჩავიდა და საოცრებები ჩაიდინა, ერლინგ ჰოლანდმა და მისმა „დორტმუნდმა“ კი ანდალუსიაში სრულიად მოულოდნელად, დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია.
როგორც მბაპე, ასევე ჰოლანდი საოცარ გამოსვლებს გვთავაზობენ და ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ მომავლის ფეხბურთელები არიან.
ფრანგულ-ნორვეგიული დუეტი არამხოლოდ შიდა ასპარეზზე, ასევე ევროსარბიელზეც საოცარ ფეხბურთს თამაშობენ და გოლი გოლზე გააქვთ.
ფლორენტინო პერესი აქტიურად აკვირდება ახალგაზრდა შემტევების გამოსვლას და კიდევ უფრო ღრმად რწმუნდება მათ საჭიროებაში.
„მარკა“ და „ას“ იუწყებიან, რომ პერესი ორივეს დაიმატებს, თუმცა უპირველესი ტრანსფერი მბაპე უნდა იყოს. სამეფო კლუბი კილიანისთვის ყველაფერს გაიღებს, რასაც ჰოლანდის საკითხის 2022 წლამდე გადადება შეიძლება მოჰყვეს.
- 18 თებერვალი 2021
- 961
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.