ჰაკიმი ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა
დანი კარვახალის მუდმივი ტრავმიანობის პირობებში, „რეალში“ აშრაფ ჰაკიმის საჭიროება არაერთხელ დაინახეს, მაგრამ თავად მაროკოელიც ხვდება, რომ გარანტიები არ უნდა მოეთხოვა და ისედაც ხშირად მოუწევდა თამაში.
დანიმ მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო უკვე 18 მატჩი გამოტოვა და მინიმუმ 10 დაპირისპირებას კიდევ გამოტოვებს.
აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ჰაკიმის დარჩენის შემთხვევაში, ის ბევრჯერ მოახერხებდა მოედანზე გასვლასა და შესაძლებლობების დამტკიცებას.
ამ ეტაპზე მაროკოელი „ინტერში“ უკონკურენტო ფეხბურთელია, მაგრამ „რეალში“ კვლავ ფიქრობენ მის დაბრუნებაზე.
- 17 თებერვალი 2021
- 1 409
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.