გუშინ პედრო ლეონის აგენტი ბერნაბეუს ესტუმრა
მიმდინარე სეზონში არაერთი ფეხბურთელის სახელი დაუკავშირეს მადრიდის რელს, თუმცა სამეფო კლუბმა ჯერ-ჯერობით მხოლოდ სერხიო კანალესი შეიძინა. თეთრებთან ამჯერად ხეტაფეს ფეხბურთელ პედრო ლეონს აკავშირებენ.
თუ ესპანურ გამომცემლობა AS-ს დავუჯერებთ ფეხბურთელის აგენტი გუშინ ბერნაბეუს ესტუმრა, ამის მიზეზი კი მისი კლიენტის რეალში გადაბარგებაა. ამ ფეხბურთელმა ბევრი გრანდის ყურადღება დაიმსახურა თავისი შესანიშნავი თამაშით (მან გასულ სეზონში რვა გოლი და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა). პედროს სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევროა. მისი შეძენით მადრიდის რეალის გარდა მილანიც არის დაინტერესებული.
ინფორმაციის წყარო: AS.COM
- 9 ივნისი 2010
- 1 455
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.