„რეალში“ გადაწყვეტილება მიღებულია - კილიან მბაპე!
სრულიად ესპანური პრესა აჭრელებულია. კილიან მბაპე მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი უნდა გახდეს. ფრანგმა დაამტკიცა, რომ ტიპიური ლიდერია და „პსჟ“-ს „ნოუ კამპზე“ უდიდესი დახმარება გაუწია. ნეიმარის არყოფნის პირობებშიც პოჩეტინოს გუნდი ბრწყინავდა.
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ფლორენტინო პერესი მთელ რესურსს მბაპეზე მიმართავს.
„ბლანკოსი“ მზად არის თუნდაც მხოლოდ 1 ტრანსფერი გაჩარხოს და ყველა სხვა ფეხბურთელზე უარი თქვას იმისათვის, რომ მბაპესთვის საჭირო თანხის მობილიზება მოხდეს.
ფლორენტინო პერესი აღფრთოვანებულია კილიანის გამოსვლით და თვლის, რომ მისი ყიდვის შემთხვევაში „მერენგები“ საკუთარ სიმაღლეზე დაბრუნდებიან.
- 17 თებერვალი 2021
- 3 897
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.