უპამეკანოსთვის ბრძოლა „ბაიერნმა“ მოიგო, ახლა კამავინგას ჯერია!
მიუნხენის „ბაიერნი“ გაჩერებას არ აპირებს. დაიო უპამეკანოს პირველ რიგში „რეალს“ უკავშირებდნენ, მაგრამ „რეკორდმაისტერმა“ ტრანსფერის გაჩარხვა შეძლო და ოფიციალური განცხადებაც გააკეთა.
გერმანული გამოცემები იუწყებიან, რომ ახლა „რეალსა“ და „რეკორდმაისტერს“ შორის ბრძოლა ედუარდო კამავინგასთან დაკავშირებით შედგება.
კამავინგას უკვე ერთი წელია სამეფო კლუბს უკავშირებენ, „ბაიერნი“ კი ორბიტაზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, თუმცა გერმანული მხარე ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის კონკრეტული წინადადების შეთავაზებას აპირებს და სწორედ ამაში ხედავს წარმატების გასაღებს.
თავის მხრივ, ზინედინ ზიდანის „ბლანკოსში“ დარჩენის შემთხვევაში, კამავინგას გამადრიდელების შანსი მაინც დიდია, ხოლო თუ „რეალში“ მწვრთნელი შეიცლვება, ხელმძღვანელობა ახალი დამრიგებლის აზრს აუცილებლად მოისმენს და სწორედ ამის შემდეგ დაგეგმავს აქტივობებს ტრანსფერებთან დაკავშირებით.
- 16 თებერვალი 2021
- 878
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.