რეალი ბალაკს უმიზნებს
როგორც ინგლისური პრესა ავრცელებს ჩელსის ორი ნახევარმცველი ბალაკი და ჯო კოული არ აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას ლონდონურ კლუბთან, ეს ინფორმაცია ფეხბურთელების აგენტებმაც დაადასტურეს.
"ჩელსიმ ჩემს კლიენტს ახალი 2 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა და მან თავისი ამჟამინდელი კლუბი უარით გაისტუმრა" - განაცხადა 34 წლის ფეხბურთელის აგენტმა გაზეთ ბილდთან საუბრისას."
"Daily Mail"-ის აზრით კი ბალაკის ახალი კლუბი სავრაუდოდ მადრიდის რეალი იქნება. სანამ ფეხბურთელი ინგლისში გადაბარგდებოდა სათამაშოდ რეალის წინადადებაც განიხილა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ჩელსიზე შეაჩერა. გერმანელის ხილვა ლონდონურ კლუბში ჟოზე მოურინიოს სურდა, არ არის გმორიცხული ახლაც მისი თხოვნით გადმობარგდეს 13-ნომერი მადრიდში. თუმცა არ გამორიცხავენ გერმანელის დუბაიში გადაბარგებასაც, საიდანაც მას უკვე შეეხმიანა ორი კლუბი და საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას პირდება.
ბალაკის მდგომარეობაში არის ჯო კოულიც, ინგლისელმა არ გაახანგრძლივა კონტრაქტი ამჟამინდელ კლუბთან, მაგრამ ჩელსის მეათე ნომერი უფრო დიდ ინტერესს იწვევს ევროპულ გრანდებში მისი ხილვით რეალის გარდა დაინტერესებულნი არიან: მანჩესტერი, არსენალი და ტოტენჰემი. მას კონტრაქტი კლუბთან 30 ივნისს ეწურება, თუმცა ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.
- 9 ივნისი 2010
- 1 871
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.