ჰაკიმ ზიეჩი „რეალში“?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ჩელსის“ ახალ მწვრთნელს, ტომას ტუხელას და ჰაკიმ ზიეჩს შორის არის ისე თბილი დამოკიდებულებაა. გუნდის ახალმა დამრიგებელმა ჰაკიმი სათადარიგოთა სკამზე გადასვა და მასზე არანაირ ფსონს არ ჩამოდის.
ზიეჩს მეტი პრეტენზია აქვს და მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, აქედან გამომდინარე, გუნდიდან წასვლის საკითხსაც აქტიურად განიხილავს.
თავის მხრივ ტუხელი საკუთარი შედეგებით ადასტურებს, რომ ზიეჩის სკამზე გადაჯდომა მართებული გადაწყვეტილებაა და ახალი ფორმაციით „არისტოკრატებს“ ვეღარავინ აჩერებს.
ინგლისელები იუწყებიან, რომ ზიეჩი მადრიდის „რეალში“ გადასვლის პერსპექტივით ძალიან მოხიბლულია და მის აგენტს გარკვეული მოლაპარაკებებიც აქვს.
„აიაქსში“ ასპარეზობის დროს, სამეფო კლუბმა ჰაკიმის მიმართ ინტერესი ერთხელ გამოხატა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი ვერ შედგა.
ჰაკიმს ლონდონელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მან „ჩელსის“ სათამაშო წუთების საერთო რაოდენობის მხოლოდ 29%-ში მიიღო მონაწილეობა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში დაპირისპირებების 33%-ში იყო გამწესებული.
ზიეჩის ფასი 40 მილიონ ევრომდე მერყეობს.
- 16 თებერვალი 2021
- 2 082
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.