ფაკუნდო მედინა „რეალის“ რადარზეა

21 წლის ცენტრალური მცველი, ფაკუნდო მედინა, რომელიც „ლანსის“ რიგებში გამოდის და დიდ პერსპექტივას ფლობს, ზინედინ ზიდანის ინტერესთა არეალში მოექცა.

არგენტინელი ფეხბურთელი ბუენოს აირესშია დაბადებული და „ლანსში“ 2020 წლის ზაფხულში გადავიდა, ის სამშობლოში თამაშის დროს გამოდიოდა „ტალერეშსა“ და „რივერ პლეიტის“ ასაკობრივ გუნდებში.

მედინას ერთ-ერთი საუკეთესო თვისება სხარტი აზროვნება და საკმაოდ ნორმალური სისწრაფეა, ის ასევე კარგად თამაშობს მეორე სართულზე და საიმედო მცველად ითვლება.

ლანსის რიგებში ფაკუნდოს მიმდინარე სეზონში 17 თამაში დაუგროვდა, სადაც 2 გოლის გატანა და 7 ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალგაზრდა მოთამაშე ხშირ შემთხვევაში ხისტად თამაშობს და ორთაბრძოლებში გამბედავად შედის.

მედინას ფასი ამ ეტაპზე 10 მილიონ ევრომდე მერყეობს, მას „ლანსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

  • Hala
  • 16 თებერვალი 2021
  • 681
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)