ბენზემა „რეალის“ შემდეგ „ლიონში“ დაბრუნდება
ფრანგული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ფორვარდი, კარიმ ბენზემა ესპანეთის დედაქალაქს 2023 წელს გამოემშვიდობა. „9“-იანის ახალი კონტრაქტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არსებობს, მაგრამ არაერთი სანდო გამოცემა იუწყება, რომ ზიზუს ფავორიტი თავდამსხმელის მოქმედ ხელშეკრულებას 2023 წლამდე ახანგრძლივებს.
თუ მიმდინარე სეზონს არ ჩავთვლით, კარიმი მადრიდში კიდევ 2 წლით დარჩება, შემდეგ კი კარიერა არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან ჩინეთში, არამედ მშობლიურ „ლიონში“ განაგრძობს.
წინასწარი ინფორმაციით, „ლიონთან“ ამ საკითხზე კომუნიკაციაც შედგა. ფრანგები ცდილობენ მათი აღზრდილი ფეხბურთელი დაიბრუნენ და პირველ ეტაპზე 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი.
როგორც სჩანს, ბენზემას „ლიონის“ მაისურში გამოწყობილს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ.
- 15 თებერვალი 2021
- 11 412
- 2