„რეალი“ ჰაკიმის ან სხვა მაღალი დონის მარჯვენა მცველს აუცილებლად იყიდის!
დანი კარვახალის მორიგი ტრავმა სამეფო კლუბისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ფლორენტინო პერესი დარწმუნდა, რომ გუნდში მარჯვენა მცველის მოყვანაა საჭირო.
„მერენგები“ ალვარო ოდრიოზოლას გაყიდიან და მასში მიღებულ თანხას კიდევ დაამატებენ მილიონებს.
„ბლანკოსის“ უმთავრესი მიზანი აშრაფ ჰაკიმის დაბრუნება იქნება, თუკი მაროკოელთან შეთანხმება ვერ შედგება და ის „ინტერში“ დარჩება, „რეალი“ სხვა ალტერნატივებზეც იმუშავებს.
ერთ-ერთ ვარიანტად ტრენტ ალექსანდრ არნოლდიც განიხილება. გარდა აღნიშნული ფეხბურთელებისა ზინედინ ზიდანს საფრანგეთშიც ჰყავს რამდენიმე ალტერნატივა არჩეული.
- 15 თებერვალი 2021
- 4 471
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.