რა მატჩებს გამოტოვებს დანიელ კარვახალი?

დანი კარვახალის ტრავმა სერიოზული გამოდგა. ესპანელი ფეხბურთელი სამეფო კლუბის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან მატჩს გამოტოვებს. აღსანიშნავია, რომ ესპანელი განაპირა მცველი არ იქნება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის დაპირისპირებაში, როგორც მადრიდში, ასევე იტალიაში.

პირველი მატჩი, რომელსაც დანი გამოტოვებს „ვალიადოლიდთან“ შედგება, ეს შეხვედრა 20 თებერვლით არის დათარიღებული, 24-ში მადრიდელთა მეტოქე ბერგამოს „ატალანტა“ იქნება.

ესპანელი ასევე ვერ ითამაშებს 1 და 7 მარტს „სოსიედადთან“ და „ატლეტიკოსთან“. ის გუნდს ასევე ვერ დაეხმარება 13 მარტს „ელჩესთან“ და 16 მარტს ისევ „ატალანტასთან“.

საუკეთესო შემთხვევასი დანი 20-21 მარტს უნდა დაბრუნდეს, როდესაც „ბლანკოსის“ მეტოქე „სელტა“ იქნება. თუ მოთამაშე ვიგოელებთან ვერ ითამაშებს, ის „ეიბარის“ წინააღმდეგ დაბრუნდება. აღნიშნული მატჩი 3 ან 4 აპრილს შედგება.

  • Bernabeu
  • 15 თებერვალი 2021
  • 771
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 4
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 რაფინია 3

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (156)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)