„ვალენსიასთან“ მატჩისთვის მზადება დასრულდა
ზინედინ ზიდანმა „ღამურებთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა...
სესიაზე სრული დატვირთვა მიიღეს ვასკესმა და კარვახალმა, დანარჩენი ტრავმირებულები კი აღდგენით პროცესს აგრძელებენ.
გაზონზე ივარჯიშა როდრიგო გოეშმაც, თუმცა მას ინდივიდუალური პროგრამა აქვს.
დღევანდელ ვარჯიშზე დიდი ყურადღება მიექცა ბურთის ფლობას, კარში დარტყმების კომპონენტსა და მოკლე სივრცეში თამაშს.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.
„ვალენსიასთან“ სათამაშოდ ყველაფერი მზად არის, დაპირისპირება სტარტს 14 თებერვალს, 19:15 საათზე აიღებს.
- 13 თებერვალი 2021
- 536
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.