„იუვენტუსს“ მარსელო ისევ სურს!
იტალიური გამოცემებზე დაყრდნობით, ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალსა“ და „იუვენტუსს“ შორის კიდევ ერთხელ შედგა მოლაპარაკებები, რომელიც მარსელო ვიეირას ტურინში ტრანსფერს ეხება.
„ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ კრიშტიანო რონალდუს ოცნება აუხდინოს და მარსელო იტალიაში ჩაიყვანოს.
იტალიური გამოცემების ცნობით, იტალიელებმა ფლორენტინო პერესს უკვე მიმართეს და „რეალის“ მხრიდანაც არის მოლაპარაკებების მზაობა.
მიუხედავად იმისა, რომ მარსელოს სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, „მერენგები“ მზად არიან, ფეხბურთელი 2021-ში ყოველგვარი პრობლემების შექმნის გარეშე გაუშვან და ამის კიდევ ერთხელ დააფიქსირონ პატივისცემა ვიცე-კაპიტანის მიმართ.
იტალიელები იუწყებიან, რომ ვიეირაში ტურინული გრანდი 10 მილიონ ევროს გადაიხდის, ფეხბურთელს კი 3 წლიან ხელშეკრულებას შესთავაზებს.
- 13 თებერვალი 2021
- 893
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.