ისკო თანახმაა, ალარკონს ახალ კლუბში ვიხილავთ!
ესპანური გამოცემების ცნობით, ისკო ალარკონის მომდევნო კლუბი 99%-ით გარკვეულია.
„სევილიას“ დამრიგებელი, ჟულიენ ლოპეტეგი ნახევარმცველს პირადად დაუკავშირდა და ანდალუსიურ კლუბთან 4 წლიან თანამშრომლობაზე ხელის მოწერა სთხოვა.
ცნობილია ფინანსური დეტალებიც. ისკო „სევილიაშ“ 5.5 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით, რაც მის მადრიდულ სარგოზე 1 მილიონით ნაკლებია, თუმცა ნახევარმცველი ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ „რეალიდან“ წასვლა შეძლოს.
ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრების სათავეში ყოფნის დროს ალარკონს დიდ ნდობას უცხადებს, ისკო „ფურია როხას“ სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო.
- 12 თებერვალი 2021
- 9 510
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.