„ტოტენჰემი“ ბეილს „რეალში“ აბრუნებს!
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა ფლორენტინო პერესს უკვე დაუკავშირდა და აცნობა, რომ გარეთ ბეილი ესპანეთს უბრუნდება.
ლონდონური კლუბი არც იჯარის გაგრძელებაზე იზრუნებს და არც ფეხბურთელის თუნდაც უფასოდ დამატებაზე.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, პერესმა ჟოზე მოურინიოს ბეილის დამატება უფასოდ შესთავაზა, მაგრამ „ტოტენჰემი“ უარზეა, ვინაიდან არ სურს გარეთისთვის მაღალი ხელფასის გადახდა.
ზაფხულში ბეილი „მერენგების“ კიდევ ერთი დიდი თავსატეხი გახდება, თუ მადრიდელები მოთამაშეს ვერ გაასხვისებენ, მისთვის ხელფასის სახიტ 17 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
- 12 თებერვალი 2021
- 5 769
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.