რაფაელ ვარანი მადრიდის „რეალს“ ტოვებს?
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ რაფაელ ვარანის გაყიდვის ვარიანტს აქტიურად განიხილავს, ვინაიდან ფრანგი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.
პერესს არ სურს, რომ თანხა დაკარგოს, ამიტომ რაფას 2021 წლის ზაფხულში ტრანსფერზე დააყენებს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფრანგი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს ხელს არ მოწერს.
მადრიდულ გიგანტს ვარანის სანაცვლოდ 75 მილიონი ევროს მიღება აქვს მიზნად დასახული, მას პრეტენზიას მანჩესტერ „იუნაიტედი“ და კიდევ რამდენიმე კოლექტივი აცხადებს.
შეგახსენებთ, „ბლანკოსმა“ ვარანს კონტრაქტის გახანგრძლივება 2025 წლამდე შესთავაზა, მაგრამ თავად ფეხბურთელის მხრიდან კონკრეტული პასუხი არ არსებობს.
- 9 თებერვალი 2021
- 1 835
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.