ზიდანი:„რამოსის ოპერაცია გარდაუვალი იყო, ეს ნაბიჯი უნდა გადაგვედგა“
ზინედინ ზიდანმა „ხეტაფესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.
„ის, რომ შემადგენლობის მხრივ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს, გასამართლებელი საბაბი არ არის. მადრიდულმა გუნდმა საუკეთესო თამაში უნდა აჩვენოს და 3 ქულა ჩაიწეროს აქტივში. „ხეტაფესთან“ მატჩის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „უესკასთან“ მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში და ბრძოლას განვაგრძობთ. თუ ჩემპიონობა გვსურს, დარჩენილ ტურებში საუკეთესო შედეგებისთვის მოგვიწევს ბრძოლა.“
„ზუსტად ვიცი, რომ მოწინააღმდეგ მარტივად არაფერს დათმობს. „ხეტაფემ“ ამ სეზონში არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა ჩემი გუნდის უმთავრესი მიზანი 3 ქულის მოპოვება იქნება.“
„სერხიო რამოსის ოპერაციამ კარგად ჩაიარა და მალე აღდგენითი პროცესიც დაიწყება. კაპიტანის გარეშე ბევრი დაპირისპირების გამართვა მოგვიწევს, მაგრამ ჩვენ ზღვარზე ვიდექით, ქირურგიული ჩარევის გარეშე ტრავმას შესაძლოა სხვა გართულებები მოჰყოლოდა, ამიტომ პროფესიონალების აზრი გავისთვალისწინეთ.“
„დარწმუნებული ვარ, ესპანელი მაქსიმალურად დაიხარჯება იმისათვის, რომ დროულად დაბრუნდეს და გადამწყვეტ მატჩებში გუნდის ლიდერის სტატუსი მოირგოს.“
„ისკომ გუნდთან ერთად სრული დატვირთვა მიიღო, მაგრამ ეს პირველი ვარჯიში იყო და ჯერ არ ვიცი, მზად არის თუ არა ალარკონი „ხეტაფესთან“ მატჩისთვის.“
„ლუკას ვასკესის და კარვახალის დაბრუნებას მალე ველით, თუმცა მომდევნო მატჩში ეს გამორიცხულია.“
„ჩემს მდგომარებაზე ვერაფერს გეტყვით. ვიცი, რომ დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვრო. მთავარ მიზანს წარმატების მიღწევა წარმოადგენს.“
„„რეალში“ ცვლილებები ყოველთვის იქნება, ვინაიდან მოთხოვნები მუდმივად პროგრესირებს. არ გამიკვირდეა, თუ ჩემს თანამდებობაზე სხვა მოვა. ახლა წასვლაზე არ ვფიქრობ. მჯერა, რომ გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა შემიძლია.“
„მე ვიცი, რა შემთხვევაში მომიწევს მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება და ამაზე ფიქრით ახლა თავს არ ვიწყენ, ყველაფერს შემდეგ შევაჯამებ.“
„რთული კალენდარი გვაქვს, მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები დაბრუნდებიან და გუნდის რესურსი მნიშვნელოვნად გაიზრდება, ეს საკმაოდ ყურადსაღები კომპონენტია.“
„ბენზემა სტანდარტულებს კარგად ასრულებს და ეს ჩვენთვის ახალი ნამდვილად არ არის. ფეხბურთელები სტანდარტულებთან დაკავშირებით თვად თანხმდებიან.“
„განაცხადში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მეყოლება, რომლებიც არნახულ მოტივაციას ფლობენ. საკმაოდ ძლიერი ტალანტები გვყავს და ისინი მთავარ გუნდში უფრო მეტს ითამაშებენ.“
„როდესაც ვარანი მადრიდისტა გახდა 18 წლის იყო, მან გამოავლინა ლიდერის თვისებები და ასევე ყველას გვიჩვენა, რომ სხვები დახმარებაც კარგად შეუძლია. რაფაელი ძალიან მაღალი დონის და დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელია.“
- 8 თებერვალი 2021
- 2 911
- 17
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.