ზიდანი ბლანკოს სასტარტოში დაყენებას აპირებს
კასტილიელი ბლანკო, რომელსაც მადრიდში ახალ კაზემიროს ეძახიან, შესაძლოა „ხეტაფესთან“ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.
გამომდინარე იქედან, რომ ზიზუს მხოლოდ 2 ნახევარმცველი ჰყავს კაზემიროს და მოდრიჩის სახით, ბლანკოს შესაძლოა შანსი მიეცეს.
ფრანგი სპეციალისტი მარსელოს ნახევარდაცვაში დაყენებასაც ფიქრობდა, მაგრამ ვიცე-კაპიტანს მარცხენა ფრთაზე მოუწევს თამაში, ვინაიდან ოდრიოზოლასა და კარვახალის არყოფნის პირობებში მენდი მარჯვნივ დადგება.
ბლანკო გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ზიზუს დავალებებს იღებს, ის „ხეტაფესთან“ მატჩს მოუთმენლად ელის, ვინაიდან არ არის გამორიცხული, ეს იყოს ისტორიული შანსი.
- 8 თებერვალი 2021
- 1 254
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.