„რეალმა“ „ხეტაფესთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
ზინედინ ზიდანის გუნდს დასვენების დრო არ აქვს. „რეალის“ ფეხბურთელებმა „ხეტაფესთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს.
ზიზუმ სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებსა და ბურთის კონტროლს.
ლუკას ვასკესი, დანი კარვახალი, ფედერიკო ვალვერდე, ისკო და როდრიგო განცალკევებულად ცდილობდნენ სასურველ კონდიციაში ჩადგომას.
ედენ აზარის აღდგენითი პროცესიც გრძელდება, სერხიო რამოსი კი მკურნალობას მალე დაიწყებს.
ხვალ ზინედინ ზიდანის შეგირდები კიდევ ერთ სესიას გამართავენ, ზეგ კი „ხეტაფეს“ დაუპირისპირდებიან.
- 7 თებერვალი 2021
- 592
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.