სტანდარტულებს ბენზემა შეასრულებს
სერხიო რამოსის არყოფნის პერიოდში ჯარიმების და თერთმეტმეტრიანების მთავარი დამრტყმელი კარიმ ბენზემა იქნება.
ფრანგმა ფეხბურთელმა „უესკასთან“ მატჩშიც დაამტკიცა, რომ ჯარიმების ეფექტურად შესრულება შეუძლია, თერთმეტმეტრიანების შესახებ კი ისედაც ყველამ კარგად იცოდა, ვინაიდან ფრანგი ფაქტობრივად ყოველთვის იტანს.
გარდა ამისა, კარიმს ხშირად მოუწევს კაპიტნის სამკლაურის მორგება, ვინაიდან მარსელო ვიეირა მეტწილად სათადარიგოთა სკამზე ზის, გუნდის მესამე კაპიტანი კი სწორედ ფრანგი ფორვარდი გახლავთ.
- 7 თებერვალი 2021
- 1 628
- 22
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.