„რეალს“ კროოსი გამოაკლდა
ტონი კროოსი „ხეტაფესთან“ მატჩში „რეალის“ დახმარებას ვერ შეძლებს. ზინედინ ზიდანი უკიდურესად რთულ სიტუაციაშია.
გერმანელმა ფეხბურთელმა „უესკასთან“ დაპირისპირებაში ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც რიგით მეხუთე აღმოჩნდა და ტონი 1 მატჩით დისკვალიფიცირებულია.
ისკოს ტრავმის ფონზე (რამდენად რეალურია ეს საკითხი არავინ იცის), ზიდანს მხოლოდ მოდრიჩი და კაზემირო რჩება, ვინაიდან ვალვერდე გუნდს ვერ ეხმარება, ოდეგორმა კი გეზი „არსენალისკენ“ აიღო.
სამეფო კლუბში შემადგენლობის მხრივ სერიოზული პრობლემებია.
- 7 თებერვალი 2021
- 1 401
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.