ვარანი:„ჩვენ უნდა შევცვალოთ დინამიკა და დავიბრუნოთ ნდობა“
რაფაელ ვარანმა „უესკასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება გაგვიჭირდა, 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ უნდა შევცვალოთ დინამიკა და დავიბრუნოთ ნდობა.“
„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან 2 გოლის გატანა შევძელი და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე.“
„ჩვენ გვაქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი. ახლა დანებების დრო არ არი, მაქსიმუმს გავიღებთ თამაშების მოსაგებად.“
„ბუნებრივია, ბევრი ფეხბურთელი გვაკლია და ეს გუნდზე ცუდად აისახება, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სტაბილური გამოსვლისთვის.“
„კურტუა დიდებული მეკარეა. ბელგიელმა ბევრი იაქტიურა და წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.“
- 6 თებერვალი 2021
- 603
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.