დი მარიამ პრემიერ ლიგის კლუბები უარით გაისტუმრა

არგენტინელმა ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის კლუბები: მანჩესტერ იუნაიტედი, სიტი და ჩელსი უარით გაისტუმრა. ახლა კი ელოდება ოფიციალურ შემოთავაზებას მადრიდის რეალისაგან.

გავრცელებული ხმების თანახმად ინგლისელი გრანდების გარდა დი მარია იუვენტუსსაც მოუნდა, რომელიც მზად არის სოლიდური თანხა გაიღოს არგენტინელის სანაცვლოდ. ბენფიკა მას 40 მილიონ ევროდ აფასებს. რაც შეეხება სამეფო კლუბს, პერესი მზად არის ამომავალ ვარსკვლავში 30 მილიონი გადაიხადოს, რაც მისი აზრით უკვე ძალიან "გაბერილი" თანხაა და მომატებას აღარ აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფეხბურთელსა და მადრიდულ კლუბს შორის უკვე არსებობს სიტყვიერი შეთანხმება და ახლა მხოლოდ ბენფიკას ხელმძღვანელობის თანხმობაღა დარჩა. ბლანკოსის მესვეურები დი მარიას შეძენით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ფრანკ რიბერიმ ბაიერნთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა. აგრეთვე რეალის ბოსებმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ანხელი სულ რაღაც 22 წლის არის ხოლო ფრანკი 27-ის და არგენტინელს უფრო მეტი პერსპექტივა აქვს ვიდრე ფრანგს. რაც შეეხება თავად ფეხბურთელის პოზიციას, იგი ყველასათვის კარგად არის ნაცნობი მას მადრიდის რეალში თამაში სურს.

ინფორმაციის წყარო: AS.COM

  • SunSay
  • 8 ივნისი 2010
  • 1 776
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)