სერხიო რამოსი „რეალს“ რამდენიმე თვით ჩამოშორდა!
ესპანური გამოცემები უკვე დარწმუნებით იუწყებიან, რომ სერხიო რამოსი „რეალს“ დიდი ხნით ჩამოშორდება. ფეხბურთელი საოპერაციოა.
Cope-ს ცნობით, კაპიტანი 2 თვის განმავლობასი ვერ დაეხმარება სამეფო კლუბს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზინედინ ზიდანის გუნდს არაერთი გადამწყვეტი მატჩის ჩატარება მოუწევს ლიდერის გარეშე, მათ შორის მადრიდული დერბის და „ატალანტას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ორივე დაპირისპირების.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება ოპერაცია, ვინაიდან წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა ჩასატარებელი.
- 6 თებერვალი 2021
- 933
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.