ზიდანი „რეალის“ პრეზიდენტს ფეხბურთელებს სთხოვს!

ზინედინ ზიდანი ფლორენტინო პერესს უხსნის, რომ „რეალში“ ცვლილებების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება. ზიზუს ესმის, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მეგა ტრანსფერების გაჩარხვა ურთულესია, მაგრამ „ბლანკოსში“ სერიოზული ცვლილებებია საჭირო.

ზიზუს უპირველესი მოთხოვნა კილიან მბაპე გახლავთ, ის ასევე ისურვებდა, რომ გუნდში მანე და პოგბა ეხილა, თუმცა თუ პერესი ამხელა თანხის დახარჯვას ვერ მოახერხებს, ეს ფრანგისთვის გასაგები იქნება, თუმცა მბაპეს შეძენა აუცილებლად უნდა მოხდეს.

მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი პერესს ყველა პრობლემაზე მიუთითებს, რაც გუნდში არსებობს.

ფრანგი ლეგენდა ასევე მზად არის საკმაოდ ბევრ ფეხბურთელს შეელიოს იმისათვის, რომ გარკვეული თანხა მოგროვდეს და „რეალმა“ ეფექტური სატრანსფერო პოლიტიკას წარმოება შეძლოს. ზიზუ ასევე მიესალმება დავიდ ალაბას გამადრიდელებას, თანაც იმ ფონზე, რომ ავსტრიელის დამატება უფასოდ არის შესაძლებელი.

ზინედინი მხარს უჭერს სერხიო რამოსსაც და თვლის, რომ კაპიტანის შესანარჩუნებლად „მერენგების“ ხელძღვანელობამ ყველაფერი უნდა იღონოს.

მთავარი მწვრთნელი მიუთითებს, რომ გარდამტეხი ტრანსფერების და აღნიშნული ფეხბურთელების დამატების გარეშე „რეალი“ ვერაფერს მიაღწევს.

  • Hala
  • 6 თებერვალი 2021
  • 1 426
  • 1

1

6 თებერვალი 2021 14:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 832
ხო პატარა ხმა ამეიღოს უნდა ტრანსფერებზე თორე ასე ჰარიჰარალოზე სადაა, 2017 წელში ნაყიდი ფეხბურთელებით მე4 სეზონს ამთავრებს როცა სხვა გრანდები ყველა სეზონში ყიდულობენ მინუმუმ 1-2 ტოპ იგროკ მოთამაშეს, ამან გაუშვა ვაბშე რონალდო ხამესი ბეილი და რაგასაკვირია რო ასეთ დღეშია რეალი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)