ზიდანი:„ცვლილებები აუცილებელია“
ზინედინ ზიდანმა „უესკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„მადრიდის „რეალის“ ყველა ფეხბურთელს აქვს უფლება იბრძოლოს და ბოლომდე სჯეროდეს, რომ ლა ლიგის მოგება ჯერ კიდევ შესაძლებელია.“
„პრესას პატივს ვცემ, მაგრამ ხშირად ბევრ უაზრობას ვკითხულობ. ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, თუმცა სჯობს, ფაქტებზე დაფუძვნებულ ინფორმაციებს ვენდოთ.“
„დიახ, ცვლილებები საჭიროა, ვინაიდან გუნდს გადახალისება სჭირდება. ზაფხულში აუცილებლად უნდა მოხდეს ახალი სახეების დამატება და გუნდის გაძლიერება.“
„ედენ აზარის გამო ძალიან ვწუხვარ. ბელგიელი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და ეს ბუნებრივიცაა. ედენი ბევრს შრომობს და ვარჯიშობს, მაგრამ ხშირი ტრავმები ხელს უშლის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ის მაინც დაბრუნდება და სასურველ კლასს აჩვენებს.“
„უნდა დავუბრუნდეთ იმ დინამიკას, რომელიც ცოტა ხნის წინ გვქონდა და ყველა მატჩს ვიგებდით.“
„ოდეგორს 3-ჯერ ვერსაუბრე, ის აშკარად გამოხატავდა და აფიქსირებდა საკუთარ აზრს და წასვლა სურდა. ჩვენ პატივი ვეცით ნორვეგიელის არჩევანს და დროებით გავუშვით. მარტინს ვეუბნებოდი, რომ მშვიდად ემუშავა, მაგრამ წასვლა არჩია.“
„სერხიო რამოსთან დაკავშირებით მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ბოლომდე მზად მაინც არ არის და მალე დაბრუნდება, თქვენ რა ინფორმაციებს ფლობთ არ ვიცი.“
„ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ ოპტიმიზმით სავსე ვარ. მერწმუნეთ, მომავლის იმედი თუ არ მექნება, თანამდებობას მაშინვე დავტოვებ, ვინაიდან მხოლოდ გუნდის წარმატებაზე და პროგრესზე ვარ ორიენტირებული.“
- 5 თებერვალი 2021
- 4 363
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.