„მილანმა“ „რეალს“ 25 მილიონიანი წინადადებით მიმართა
იტალიური „მილანი“ მზად არის, ბრაჰიმ დიასის კონტრაქტი საბოლოოდ გამოისყიდოს. „როსონერის“ ხელმძღვანელობამ მადრიდულ გიგანტს 25 მილიონიანი წინადადებით მიმართა.
ესპანური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსი“ მბაპესთვის ფულს აგროვებს და ნებისმიერი თანხა პერესისთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს, ამიტომ შეთანხმება სავსებით შესაძლებელია.
პერესი დიდი ალბათობით, ზაფხულში მიიღებს გადაწყვეტილებას, როდესაც გუნდში ახალი მწვრთნელი მოვა და დიასის შესახებ პოზიციას დააფიქსირებს.
- 5 თებერვალი 2021
- 1 023
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.