4 ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც „რეალი“ 100 მილიონს მიიღებს!
მადრიდის „რეალს“ 4 ფეხბურთელის გაყიდვა უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომლის სანაცვლოდაც 100 მილიონი ევროთი გამდიდრდება. პერესი აპირებს, რომ ბევრი მოთამაშე გაყიდოს, რათა კილიან მბაპეს ზაფხულში დამატებას საფრთხე არ შეექმნას.
ალვარო ოდრიოზოლას სანაცვლოდ „ბლანკოსს“ 25 მილიონის მიღება სურს, დაახლოებით ანალოგიური თანხის სანაცვლოდ გაიყიდება ისკო ალარკონი, რომელსაც წასვლა გადაწყვეტილი აქვს.
პერესი ასევე განიხილავს მარიანო დიასის 20 მილიონად, ხოლო დანი სებალიოსის 30 მილიონად გაშვების საკითხს.
საერთო ჯამში „ბლანკოსმა“ აღნიშნული ფეხბურთელების სანაცვლოდ 100 მილიონი უნდა მიიღოს, რაც სრულად მოხმარდება მბაპეს გამადრიდელებას.
- 5 თებერვალი 2021
- 3 367
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.