მადრიდში აზარის შემცვლელად მანეს მოიაზრებენ
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი ედენ აზარს გაყიდის. სამეფო კლუბს ახალი რჩეული ჰყავს პრემიერლიგაში, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე ზინედინ ზიდანის ფავორიტიც იყო.
„ბლანკოსი“ აპირებს, რომ სადიო მანეს ტრანსფერის სანაცვლოდ ყველაფერი გაიღოს.
პერესის აზრით, სენეგალელი ფეხბურთელი „რეალში“ ფეხს მოიკიდებს და აზარზე ბევრად ეფექტურად ითამაშებს.
პერესი აზარის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს, რასაც გარკვეულ თანხას დაამატებს და სადიოს დამატებას შეეძლება.
თავის მხრივ, „ლივერპული“ მანეს გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ „მერენგებში“ მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკება შესაძლებელია.
- 4 თებერვალი 2021
- 8 335
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.