ედენ აზარი სეზონის ბოლოს „რეალს“ დატოვებს?
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ ედენ აზარზე გათვლის გაკეთებას აღარ აპირებს, ვინაიდან ბელგიელს მუდმივად ტრავმა აქვს.
მედიკოსთა ვარაუდით ახალი დაზიანების სამკურნალოდ ედენს დაახლოებით 4-6 კვირა დასჭირდება.
მადრიდული გრანდი ზაფხულში რამდენიმე შემტევის მოყვანას ეცდება და ედენ აზარს ტრანსფერზე დააყენებს.
წინახაზელის ფასი ამ ეტაპზე 50 მილიონ ევრომდეა შემცირებული, თუმცა პერესი თვლის, რომ სულ არაფერს აღნიშნული თანხა ჯობია.
- 4 თებერვალი 2021
- 1 788
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.