ალაბას გამადრიდელებას არაფერი შეუშლის ხელს
მიუხედავად იმისა, რომ „რეალმა“ დავიდ ალაბას გამადრიდელება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე არ გააოფიციალურა, ფეხბურთელის „ბლანკოსში“ თამაშს ვერაფერი შეუშლის ხელს.
დღემდე არსებობს ჭორები იმის შესახებ, რომ დავიდის დამატება ლონდონის „ჩელსის“, მანჩესტერ „სიტის“, „მილანს“ და „რეალს“ სურთ, თუმცა ფავორიტი ეს უკანასკნელია.
გერმანული და ესპანური გამოცემები ერთხმად იუწყებიან, რომ შეთანხმება უკვე არსებობს, რომელიც ზაფხულში ოფიციალურად გახდება ცნობილი.
ფლორენტინო პერესის ალაბას დონის უნივერსალის ხელიდან გაშვებას არ აპირებს, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ დავიდის დამატება უფასოდ არის შესაძლებელი.
- 3 თებერვალი 2021
- 1 216
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.