დავიდ ალაბა - დიდი უნივერსალი!

ესპანური გამოცემები დავიდ ალაბას შესახებ ძალიან ბევრ ინფორმაციას ავრცელებენ. ზინედინ ზიდანს ავსტრიელი ფეხბურთელის დამატების პერსპექტივა ძალიან ხიბლავს, ვინაიდან ის უნივერსალია, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს...

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ალაბა ეფექტურია დაცვის მარცხენა ფლანგზე, მას ასევე შეუძლია შეტევაში მარცხენა გარემაბრად თამაში.

კარიერის მანძილზე ალაბას არაერთხელ უცდია ბედი დაცვის ცენტრში და საკმაოდ საიმედო ცენტრალურ მცველად ითვლება.

გარდა ამისა, მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებში დავიდს ჩამშლელ ნახევარმცველადაც ბევრჯერ უთამაშია, ის საკმაოდ დიდ სისწრაფეს და ფიზიკურ ძალას ფლობს, რაც ნახევარმცველისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

მადრიდში თვლიან, რომ „რეალი“ ალაბას არაერთ პოზიციაზე გამოიყენებს და მოთამაშეს სათამაშო დროის მხრივ არასდროს ექნება პრობლემა.

ალაბას შეეძლება როგორც მარცხენა ფრთაზე ადგილის დაკავება, ასევე სერხიო რამოსის, ან ვარანის ჩანაცვლება, რთულ სიტუაციაში კი კაზემიროს შეცვლაზეც არ გაუჭირდება.

  • Hala
  • 3 თებერვალი 2021
  • 1 068
  • 3

1

3 თებერვალი 2021 14:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 872
ხელფასს აძლევენ ბევრს, თორემ მოსაყვანი კია

2

3 თებერვალი 2021 20:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რამოსი და ალაბა საინტერესო იქნება

3

4 თებერვალი 2021 14:02

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დიმიტრი გელოვანი ყოფილა და ბაიერნი რატომ უშვებს ნეტა?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (31)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)