„რეალი“ მბაპეს სანაცვლოდ 2 ფეხბურთელს თმობს და 100 მილიონს ამატებს!
„პსჟ“-ს სამეფო კლუბისგან საინტერესო შეთავაზება აქვს. ფლორენტინო პერესი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მბაპეს დამატება მინიმალური დანახარჯით მოახერხოს, რაც ამ შემთხვევაში დაახლოებით 100 მილიონი ევროა.
„ბლანკოსი“ მზად არის, პოჩეტინოს ვინისიუს ჟუნიორი და ისკო ალარკონი დაუთმოს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი, თუნდაც გასულ ზაფხულს ხელშეუხებელი იყო და არ იყიდებოდა, თუმცა ვინი საერთოდ ვერ ამართლებს გაცემულ ავანსს და „მერენგებიც“ მზად არიან, საინტერესო წინადადები მოისმინონ.
ფლორენტინო პერესის აზრით, ბრაზილიელი წინახაზელის მბაპეს ტრანსფერში ჩართვა საინტერესო უნდა იყოს. რაც შეეხება ისკოს მომავალს.
ფრანგული გამოცემები იუწყებიან, რომ პოჩეტინოს ზაფხულში მინიმუმ 1 მაღალი დონის ნახევარმცველის შეძენა სურს, ისკოს გამოცდილება კი არგენტინელისთვის წესით საინტერესო უნდა გამოდგეს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 3 თებერვალი 2021
- 2 797
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.