„რეალმა“ „უესკასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ სესია ზინედინ ზიდანმა ჩაატარა, რომელმაც კარანტინის პერიოდი „მშვიდობით“ განვლო.
ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს და პრესინგს, ზიზუმ ყურადღება ასევე მიქცია ტაქტიკურ მონახაზებს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
„უესკასთან“ მატჩამდე „რეალი“ კიდევ რამდენიმე ვარჯიშს ჩაატარებს.
- 2 თებერვალი 2021
- 914
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.