ალეგრის „რეალთან“ 3 სატრანსფერო მოთხოვნა აქვს
მასიმილიანო ალეგრი მადრიდის „რეალის“ მომავალ მწვრთნელად განიხილება. იტალიელ სპეციალისტს ფლორენტინო პერესთან 3 სატრანსფერო მოთხოვნა აქვს.
როგორც სჩანს, ალეგრის ფავორიტიც კილიან მბაპეა და ის მოითხოვს, რომ შეტევა სწორედ ფრანგი ფეხბურთელით გაძლიერდეს.
მასიმილიანო პერესს ასევე მოუწოდებს, რომ იყიდოს ერთი ექსტრა კლასის მცველი, სასურველ კანდიდატად კი „იუვენტუსელი“ დე ლიხტი მიაჩნია.
ალეგრი ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს აშრაფ ჰაკიმის დაბრუნებას და თვლის, რომ „რეალმა“ ყველაფერი უნდა იღონოს მაროკოელი ფეხბურთელის დასაბრუნებლად.
გარდა ამისა, მასიმილიანო მოითხოვს მშვიდ გარემოს და დროს იმისათვის, რომ გუნდი ისე ჩამოაყალიბოს, როგორც მას სურს. ყოველწამიერი კონტროლისა და ზეწოლის ფარგლებში მისი გეგმების განხორცილება წარმოუდგენელი იქნება, ამიტომ ალეგრი თავს თავიდანვე იზღვევს.
- 2 თებერვალი 2021
- 13 013
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.