ზიდანს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება გადაარჩენს
ფლორენტინო პერესს ზინედინ ზიდანის გაშვება გადაწყვეტილი აქვს. ერთადერთი ვარიანტი, რამაც შეიძლება პრეზიდენტს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება.
ამ გადაწყვეტილებით ფლორენტინო ფეხბურთელებს გარკვეულ მოტივაციასაც აძლევს, რომლებსაც ზიზუს დარჩენა სურთ.
ლა ლიგისთვის ბრძოლა გრძელდება, მაგრამ „რეალში“ ხვდებიან, რომ შიდა ტურნირის მოგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ სასწაული მოხდება და „ატლეტიკო“ რამდენიმე მატჩს წააგებს, რაც ნაკლებსავარაუდოა.
ზიდანის შემცვლელებად მასიმილიანო ალეგრი, ნაგელსმანი და რაული მოიაზრებიან. რამდენჯერმე გაიჟღერა ჟოზე მოურინიოს კანდიდატურამაც.
- 2 თებერვალი 2021
- 886
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.